ანსამბლი სახიობა
1. 2017 წლის  9 ივლისს სოფელ ნიქოზში გაიმართება ანსამბლის კონცერტი.
1. 2016 წლის 1 დან 5 სექტემბრამდე ანსამბლი იმყოფებოდა იტალიაში, სიცილიაზე, ქალაქ Mussomeli-ში. სადაც ,,სახიობა“ ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობდა.
2. 2016 წლის 19 დან 27 აგვისტოს ჩათვლით, ანსამბლი იმყოფებოდა პოლონეთში. 
სიახლეები
ანსამბლი "სახიობა"
ანსამბლი "სახიობა" ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ხალხური სიმღერა_საგალობლების, ძველი ქართული ბგერათაწყობის აღდგენაში. ასევე გუნდის მიზანია ხალხური სიმღერების ძველი სტილით შესრულება და ინტონირების საკითხის მოგვარება. კონცერტებით, გასტროლებით, ჩანაწერების გავრცელებით და სხვა საშუალებებით პოპულარული გახადოს ქართული ფოლკლორის სწორი ფორმით მიწოდება მსმენელისათვის.
ანსამბლის ისტორია
ანსამბლი ,,სახიობა” ჩამოყალიბდა 2006 წლის 17 იანვარს, მისი ხელმძღვანია ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კოსერვატორიის, ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრისა და გალობის უმაღლესი სკოლის პედაგოგი, მამადავითის ტაძრის რეგენტი მალხაზ ერქვანიძე. ანსამბლი ,,სახიობა” ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ხალხური სიმღერა_საგალობლების, ძველი ქართული ბგერათაწყობის აღდგენაში. ასევე გუნდის მიზანია ხალხური სიმღერების ძველი სტილით შესრულება და ინტონირების საკითხის მოგვარება. კონცერტებით, გასტროლებით, ჩანაწერების გავრცელებით და სხვა საშუალებებით პოპულარული გახადოს ქართული ფოლკლორის სწორი ფორმით მიწოდება მსმენელისათვის.