ანსამბლ ,,სახიობა”-ს შემოქმედება
1. 2016 წლის 1 დან 5 სექტემბრამდე ანსამბლი იმყოფებოდა იტალიაში, სიცილიაზე, ქალაქ Mussomeli-ში. სადაც ,,სახიობა“ ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობდა.
2. 2016 წლის 19 დან 27 აგვისტოს ჩათვლით, ანსამბლი იმყოფებოდა პოლონეთში.  მან მონაწილეობა მიიღო ქალაქ ,,იაროსლავში“ გამართულ 24 საერთაშორისო ფესტივალში - ,,Song of Our Roots”. 21 აგვისტოს, ანსამბლმა ,,სახიობამ“ გახსნა ფესტივალი სოლო კონცერტით. ხოლო 25 აგვისტოს, ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ,,ლოძში“ გამართულ საერთაშორისო ფესტივალში - ,,Retroperspektywy 2016”. გუნდი მსმენელის წინაშე წარსდგა სოლო კონცერტით
3. 2016 წლის 13 მაისს, თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზში ანსამბლმა ჩაატარა დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი. გამოიცა საიუბილეო CD და DVD ალბომი.
4. 2016 წლის 14 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით ანსამბლი იმყოფებოდა პოლონეთში. •
5. 2015 წლის 14 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით ანსამბლი იმყოფებოდა პოლონეთში. ქალაქებში: ვარშავა, ვროტსლავი, ვალბჟიხი, სვიდნიცა, და დერჟონიოვი გამართა კონცერტები და მასტერკლასები.
6. 2015 წლის 20 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა ანსამბლ ,,სახიობას” და ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის ერთობლივი კონცერტი.
7. 2015 წლის 15 თებერვალს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ანსამბლმა ჩაატარა რიგით VII სოლო კონცერტი.
8. 2014 წლის 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით ანსამბლი `სახიობა~ იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც მათ 10-მდე კონცერტი, მასტერკლასი და ლექცია-სემინარი გამართეს სხვადასხვა ქალაქებში: ვარშავა, sუპრასლი, ბელასტოკი, ვროსლავი, ვალბჟიხი და კატოვიცა.
9. 2013 წლის 1 დეკემბერს ,,სახიობამ”, ბათუმის გუნდ ,,ფერისცვალებასთან” ერთად, ქალაქ ბათუმში გამართა ხალხური სიმღერის კონცერტი.
10. 2012 წლის 23 დეკემბერს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გაიმართა ანსამბლ ,,სახიობას’’ რიგით V საანგარიშო სოლო კონცერტი. ანსამბლთან ერთად კონცერტში მონაწილეობა მიიღო ,,მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდმა”. ასევე მესტიიდან ჩამოსულმა სვანების გუნდმა ,,ლატალი”
11. 2012 წლის 23 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ,,სახიობა” იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქალაქებში: ვაშინგტონი (კენედის ცენტრი), ნიუ-იორკში (კოლუმბიის უივერსიტეტი), იელის უნივერსიტეტში, ბოსტონში (ჰარვარდის კონსერვატორია), პრინსტონში (უნივერსიტეტი) და ა.შ. გაიმართა 25-ზე მეტი კონცერტი და ვორკშოპი. ჰარვარდის უნივერსიტეტში, ხელმძვანელის, მალხაზ ერქვანიძის მიერ წაკითხულ იქნა ლექცია ქართული მუსიკალური კილო-ტონალონის შესახებ.
12. 2011 წლის 04 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით ანსამბლი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ქალაქებში: კემბრიჯი; კენტერბერი; ტოტნესი; ბასი; ბრისტოლი; ოქსფორდი; ბირმინგემი; ედინბურგი; იორკშირი; შროპშირი; მანჩესტერი; ლონდონი, გუნდმა გამართა კონცერტები. გასტროლის ფარგლებში, ანსამბლი მიწვეული იყო რადიო BBC-ს ლონდონის ოფისში, სადაც გუნდმა, რადიოს მუსიკალურ გადაცემათა განყოფილებაში, ჩაწერა გადაცემა და რამოდენიმე ხალხური სიმღერა.
13. 2011 წლის 17 ივნისს ანსამბლმა გამართა რიგით მე-5 საანგარიშო სოლო კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
14. 2010 წლის ივნისში ა.შ.შ-დან საქართველოს კვლავ სტუმრობდა ფოკლორული ანსამბლი ,,Village Harmony”. ანსამბლმა ,,სახიობამ” მონაწილეობა მიიღო ვილიჯ ჰარმონის მიერ მოწყობილ დასკვნით კონცერტში, რომელიც გაიმართა ქ. სიღნაღის კულტურის სახლში.
15. 2009 წლის 18 დეკემბერს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გაიმართა ანსამბლ ,,სახიობას’’ რიგით IV საანგარიშო სოლო კონცერტი. ანსამბლთან ერთად კონცერტში მონაწილეობა მიიღო ,,მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდმა”.
16. 2009 წლის 13-17 ნოემბერი. ანსამბლი ,,სახიობა” მიწვეულ იყო უკრაინის დედაქალაქ კიევში, ,,გალობის საერთაშორიშო ფესტივალზე”.
17. 2009 წლის 25 ივნისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა ანსამბლების: - ,,სახიობასა’’ და ,,დიდგორის’’ ერთობლივი კონცერტი.
18. 2008 წლის 27 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გაიმართა ანსამბლ ,,სახიობას’’ რიგით III საანგარიშო სოლო კონცერტი. ანსამბლთან ერთად კონცერტში მონაწილეობა მიიღო ქვემო სვანეთიდან ჩამოსულმა ფოლკლორლმა ჯგუფმა ,,მიჟენარი”.
19. 2008 წლის ივნისში ა.შ.შ-დან საქართველოს კვლავ სტუმრობდა ანსამბლი ,,Village Harmony”. ანსამბლმა ,,სახიობამ” მონაწილეობა მიიღო ვილიჯ ჰარმონის მიერ მოწყობილ დასკვნით კონცერტში, რომელიც გაიმართა 6 ივნისს ქ. მცხეთის კულტურის სახლში.
20.2007 წლის 17-20 ოქტომბერს ანსამბლი ,,სახიობა’’ მონაწილეობას იღებს ქალაქ ბათუმში გამართულ ,,ბათუმის სიმღერისა და გალობის ფესტივალში”.
21. 2007 წლის ივნისს ა.შ.შ-დან საქართველოში ჩამოვიდა ანსამბლი ,,Village Harmony”. მათ მოიარეს საქართველო და შეისწავლეს ქართული მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშები. ანსამბლმა ,,სახიობამ” მონაწილეობა მიიღო მათ მიერ მოწყობილ დასკვნით კონცერტში, რომელიც გაიმართა 3 აგვისტოს შ. რუსთაველის საზოგადოების დარბაზში.
22. 2007 წლის 18-25 ივლისს სახიობა პირველად მიემგზავრება უცხოეთში. იგი, მონაწილეობას იღებს, ხორვატიის რიგით 41-ე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე. ანსამბლმა კონცერტები გამართა ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან და სარდინიის ფოლკლორულ ჯგუფთან ერთად ქალაქებში: ზარებში; ტროგირში; სპლიტსა და ოგულინში.
23. 2007 წლის 28 ივნისი. ანსამბლი მართავს რიგით II სოლო კონცერტს, რომელიც ჩატარდა თბილისის, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ხელოვნების ცენტრ მუზას საკონცერტო დარბაზში.
24. 2006 წლის 2 ოქტომბერს, ქ. თბილისის, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა ,,საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” მიერ მოწყობილი, ფოლკლორის ეროვნული დათვარიელება – ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ანსამბლი ,,სახიობა” გახდა ლაურეატი.
25. 2006 წელი 10 ივლისი. კავშირგაბმულობის სამინისტრო, ,,რუსთაველის. საზოგადოება’’ ანსამბლ ,,სახიობას’’ პირველი სოლო კონცერტი.