ანსამბლის ისტორია
ანსამბლი ,,სახიობა” ჩამოყალიბდა 2006 წლის 17 იანვარს, მისი ხელმძღვანია ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კოსერვატორიის, ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრისა და გალობის უმაღლესი სკოლის პედაგოგი, მამადავითის ტაძრის რეგენტი მალხაზ ერქვანიძე. ანსამბლი ,,სახიობა” ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ხალხური სიმღერა_საგალობლების, ძველი ქართული ბგერათაწყობის აღდგენაში. ასევე გუნდის მიზანია ხალხური სიმღერების ძველი სტილით შესრულება და ინტონირების საკითხის მოგვარება. კონცერტებით, გასტროლებით, ჩანაწერების გავრცელებით და სხვა საშუალებებით პოპულარული გახადოს ქართული ფოლკლორის სწორი ფორმით მიწოდება მსმენელისათვის.

ანსამბლ ,,სახიობას” ჩატარებული აქვს ექვსი სოლო კონცერტი. გამოშვებული აქვს ხუთი ხალხური სიმღერებისა და ორი გალობის CD ალბომი. ,,სახიობა” ძველი ქართული სიტყვაა, და ნიშნავს მწყობრ, ტკბილხმოვან მუსიკას, ხმიანს თუ საკრავისებურს (გალობისას თუ სიმღერისას).