ანსამბლის მიზნებსა და ამოცანებში შედის:
  • შუასაუკუნეების ქართული გალობის აღდგენა და პოპულარიზაცია;
  • ქართული ხალხური მუსიკის ავთენტიკური შემსრულებლობის პროპაგანდა;
  • ხალხური სიმღერების ტრადიციული საშემსრულებლო მანერისა და სწორი ხალხური ინტონირების დამკვიდრება (კილოში მღერა);
  • ქართული საგალობლების ხელნაწერების რედაქტირება და, აუდიო დისკების თანხლებით, სანოტო კრებულების გამოცემა;
  • კონცერტებით, გასტროლებით, აუდიო ალბომების გამოცემითა და გავრცელებით ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და მსმენელისათვის მისი ტრადიციული ნიმუშების სწორი ფორმით მიწოდება;
  • დღევანდელ საქართველოში მცხოვრებ დიდოსტატ მომღერალ-ლოტბართა შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარება და ფართო მსმენელისათვის მათი გაცნობა.
  • ექსპედიციების ჩატარება სხვადასხვა კუთხის ფოლკლორის აღდგენა გაცოცხლების მიზნით.
  • ქართულ ფოლკლორში არსებული ყველა საკრავის დაუფლება და პრაქტიკული გამოყენება
  • რეპერტუარში ძველი ქართული ცეკვებისა და ფერხულების შეტანა