სამეცნიერო კვლევები
სადისერტაციო ნაშრომი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: საისტორიო და სამუსიკო. ნაშრომში XIX საუკუნეში ქართული გალობის ნოტებზე გადაღების პერიპეტიები წარმოდგენილია ისეთ ჭრილში, რომლის ღრმა მეცნიერული გაანალიზება გამოავლენს და ცხადყოფს ერთის მხრივ XIX საუკუნეში ქართული გალობის ერთნაირი წარმატებით გადარჩენასაც და დაკნინებასაც, ხოლო მეორეს მხრივ დღევანდელ დღეს ქართული გალობის აღდგენის სწორი გეზის დასახვას და მისი აღდგენისთვის აუცილებელ საჭიროებას - ტრადიციული ფორმების დამკვიდრებას.
1. ,,ქართული საეკლესიო გალობა”, გელათის სკოლა VI ტომი; ღმრთისმშობლისა და იესუ ტკბილის პარაკლისები; მღვდლად კურთხევისა და ქორწინების, პანაშვიდისა და წესის აგების საგალობლები; საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი; თბილისი, 2011წ.
2. ,,ქართული საეკლესიო გალობა” აღმოსავლეთის სკოლა VII ტომი. თორმეტ საუფლო და უძრავ დღესასწაულთა, დიდი მარხვისა და ზატიკის საგალობლები. საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი; თბილისი, 2014წელი
3. “Q ფონდის წარმომავლობის შესახებ”. საისტორიო ვერტიკალები N29, გვ. 237 თბ. 2014