ანსამბლი ,,სახიობაჩამოყალიბდა 2006 წლის 17 იანვარსმისი ხელმძღვანელი, 15
წლის მანძილზე იყო, . თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კოსერვატორიის, ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრისა და გალობის უმაღლესი სკოლის პედაგოგი, მამადავითის ტაძრის რეგენტი მალხაზ ერქვანიძე, რომელმაც დიდი როლი შეასრულა გუნდის შექმნის და ჩამოყალიბების საქმეში. აჟამად გუნდს ხელმძღვანელობს ლოტბარი დავით აბრამიშვილი.  

 

 ანსამბლი ,,სახიობაცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ხალხური სიმღერა_საგალობლების, ძველი ქართული ბგერათაწყობის აღდგენაში. ასევე გუნდის მიზანია ხალხური სიმღერების ძველი სტილით შესრულება და ინტონირების საკითხის მოგვარება. კონცერტებით, გასტროლებით, ჩანაწერების გავრცელებით და სხვა საშუალებებით პოპულარული გახადოს ქართული ფოლკლორის ტრადიციული ფორმით მიწოდება მსმენელისათვის. რეპერტუარის ძირითადი წყაროა ძველი საარქივო და საექსპედიციო ჩანაწერები. ,,სახიობა“ რეგულარულად მონაწილეობს ფოლკლორისა და ტრადიციული გალობის საერთაშორისო ფესტივალებში, ჩატარებული აქვს მრავალი სოლო კონცერტი საზღვარგარეთ (ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, ლიეტუვა, იტალია). 2011 წელს ანსამბლმა დიდ ბრიტანეთში 14 კონცერტი გამართა, 2012 წელს  ამერიკის შეერთებულ შტატებში 26 კონცერტი და მასტერკლასი ჩაატარა. ანსამბლი, დაარსებიდან რეგულარულად, განახლებული რეპერტუარით, საანგარიშო კონცერტს მართავს თბილისში

           2016 წელს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა სახიობას 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი და გამოიცა საიუბილეო აუდიოვიდეო ალბომი, ანსამბლის მოკლე ისტორიით. 2018 წელს სახიობამ გამართა მე-9 სოლო კონცერტი, რომელიც განსაკუთრებული იყო იმით, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებთან ერთად, მეორე განყოფილებაში წარმოადგინა მსოფლიოს ხალხთა ტრადიციული სასიმღერო ნიმუშები (სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, სარდინია, ინგლისი, ამერიკული ქანთრი…). კონცერტმა ანსამბლის წევრთა საშემსრულებლო შესაძლებლობები სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინასახიობას გამოცემული აქვს ხალხური სიმღერისა და გალობის რვა აუდიო დისკი.

,,სახიობაძველი ქართული სიტყვაა, და ნიშნავს მწყობრ, ტკბილხმოვან მუსიკას, ხმიანს თუ საკრავისებურს (გალობისას თუ სიმღერისას).

Scroll to Top