ანსამბლის მიზნებსა და ამოცანებში შედის:

o   შუასაუკუნეების ქართული გალობის აღდგენა და პოპულარიზაცია;

o   ქართული ხალხური მუსიკის ავთენტიკური შემსრულებლობის პროპაგანდა;

o   ხალხური სიმღერების ტრადიციული საშემსრულებლო მანერისა და სწორი ხალხური ინტონირების დამკვიდრება (კილოში მღერა);

o   ქართული საგალობლების ხელნაწერების რედაქტირება და, აუდიო დისკების თანხლებით, სანოტო კრებულების გამოცემა;

o   კონცერტებით, გასტროლებით, აუდიო ალბომების გამოცემითა და გავრცელებით ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და მსმენელისათვის მისი ტრადიციული ნიმუშების სწორი ფორმით მიწოდება;

o   დღევანდელ საქართველოში მცხოვრებ დიდოსტატ მომღერალლოტბართა შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარება და ფართო მსმენელისათვის მათი გაცნობა.

o   ექსპედიციების ჩატარება სხვადასხვა კუთხის ფოლკლორის აღდგენა გაცოცხლების მიზნით.

o   ქართულ ფოლკლორში არსებული ყველა საკრავის დაუფლება და პრაქტიკული გამოყენება

o   რეპერტუარში ძველი ქართული ცეკვებისა და ფერხულების შეტანა

Scroll to Top